„ამაზონზე“ იყიდება მაისური, რომელზეც დაპრინტულია საქართველოს რუკა, ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე.
მაისური $22.98 ღირს, მწარმოებელი კი კომპანია Kaixuan-ია. უცნობია, სად არის დამზადებული სამოსი.
მაისურის „ამაზონზე“ გამოჩენას ქართველი მომხმარებლების დიდი პროტესტი მოჰყვა, ისინი მოითხოვენ, სასწრაფოდ შეწყვიტოს საიტმა აღნიშნული სამოსის გაყიდვა, ამასთან, მომხმარებლები წერენ, რომ ეს არ არის საქართველოს დროშა და აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ნაწილია.