LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამბობენ, სოფოში ძალიან გაგიმართლაო. გამართლება არის ქუჩაში რომ ფულს იპოვი.. სოფო ჩემი არჩევანია, მე ის შემიყვარდა“ – ნიკა გვარამია

421
ფორტუნა (5)

„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ მორიგი სტუმარი ნიკა გვარამია იყო. ნიკა გვარამიამ მეუღლეზე, სოფო ლილუაშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბევრი პრობლემის მიუხედავად შეშინებული არასდროს უნახავს.

„,სოფო ბევრად ძლიერია, ვიდრე მე სინამდვილეში. ძალიან ბევრი პრობლემა გაიარა ჩემ გამო, პირადი ხასიათისაც, მათ შორის, მაგრამ არასდროს მინახავს შეშინებული. გატეხილი მინახავს, მაგრამ არა ამ საშიშროებების გამო. ჩვენ თანამოაზრეებიც ვართ, არ ვართ მხოლოდ შეყვარებულები. მგონია, რომ თუ ვინმემ გამომიყვანა ციხიდან, პირველ რიგში ეს  სოფო იყო. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი შეუძლია..

ამბობენ, სოფოში ძალიან გაგიმართლაო. გამართლება არის ქუჩაში რომ ფულს იპოვი. სოფო ჩემი არჩევანია, მე ის შემიყვარდა. შეყვარებული მანამდეც მყოლია, მაგრამ ვერასდროს გადავწყვიტე, რომ მასთან ერთად მეცხოვრა. ” –  ამბობს ნიკა გვარამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები