2018 წლის აგვისტოდან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მგზავრთა გადაადგილებას ახალი ავტობუსები უზრუნველყოფს.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამბროლაურის მერიამ ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, სრულიად ახალი 3 ავტობუსი შეიძინა, რომლებიც მუნიციპალიტეტს ამ წლის 20 ივლისამდე გადმოეცემა. თითოეული სატრანსპორტო საშუალება 36 მგზავრზე იქნება გათვლილი.
ავტობუსების მონიტორინგს შპს ,,ახალი ტრანსპორტი“ განახორციელებს, რომლის ავტოპარკში ამ ეტაპისთვის 7 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანიატრანსპორტით მომსახურების დაფარვის ზონა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მთელ ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე, მერის ინიციატივით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა სოფელში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მოძრაობს. ახალი ავტობუსები კი მგზავრებს დამატებით საშუალებას მისცემს, მინიმალურ ფასად, კომფორტულად გადაადგილდნენ მათთვის სასურველი მიმართულებით.