თიკა მახალდიანის დედის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე პოლიციელი დააკავეს, თუმცა განაჩენი 6 თვის შემდეგაც არ არის გამოტანილი. ამ თემით აღშფოთებული თიკა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და დამნაშავის სათანადოდ დასჯას ითხოვს.
“ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი ამ თემაზე და ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ, დღეს სასამართლოზე არ დაუშვეს არც ჩემი მეუღლე არც დეიდაშვილი და არც ჩვენი ადვოკატი, არ ვიცი მოიგონეს თუ მართლა პანდემიის გამო, სხვაგან ყველგან გამოტენილია ხალხით სადაც არ უნდა გაიხედო, ამ პანდემიამ დაგვღუპა და სახლში გამოკეტვამ ზუსტად!
ამდენი ხანი რატო არ გამოაქვთ განაჩენი სასამართლოს ძაან მაინტერესებს ?? რას ელოდებიან ?რით ვერ დამთავრდა 6 თვე გახდება მალე , რატო წელავენ ?? რამე ისე რო არ მოხდეს რასაც ველოდებით , წარმოდგენაც არ მინდა მარტო მე რასაც ვიზამ! მკვლელი დაისაჯოს სათანადოდ” – წერს თიკა მახალდიანი.
შეგახსენებთ, ცნობილი შემსრულებლის დედა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ის სახლში იჯდა, როდესაც მას პოლიციელის მიერ ჰაერში, აღდგომის აღსანიშნავად გასროლილი ბრმა ტყვია მოხვდა.
“ჩემს თავს ვერ ვპატიობ…ძალიან ენატრებოდა შვილიშვილი, ისე გარდაიცვალა ვერ ვანახეთ” – თიკა მახალდიანი
“მენატრები…” – თიკა მახალდიანი დედის სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს