LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამდენი ათასი ადამიანი გარეთ 2012 წელის შემდეგ არ გამოსულა – ირმა ინაშვილმა, აქციის მონაწილეები დათვალა [ფოტო/ვიდეო]

46665482_356731751560038_8726460946525978624_n

ამდენი ათასი ადამიანი არ გამოსულა გარეთ 2012 წელის შემდეგ – ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომლის თქმითაც თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე “არა ნაციზმს” ასი ათასამდე ადამიანი მივიდა.

ეს რიცხვი კი მას შემთხვევით არ უთქვამს, აქციაზე ხალხს მინიჭებული ნომრების მეშვეობით ითვლიდნენ.

ირმა ინაშვილის განცხადებით, ამ ადამიანებმა უარი უთხრეს ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას.

“საქართველო უნდა იყოს ბედნიერი, თავისუფალი ქვეყანა, სადაც არ იქნება, ტერორი, ძალადობა, ადამიანების განადგურება, გაუპატიურება, პატიმრების წამება. ამას ჩვენ აღარ დავუშვებთ. საქართველო სააკაშვილებს არ დაუშვებს. ამ მიზნით შეიკრიბა დღეს ამდენი ათასი ადამიანი. არც ერთი ხალხი არ არის უფრო ჭკვიანი, ვიდრე ქართველი ხალხია. ჩემი ქება ქართველ ხალხს და ჩემი მადლიერება,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

აქციის დამთავრდებამდე გამოცხადებული ინფორმაციით, “არა ნაციზმზე” 97 884 ადამიანი მივიდა. თარხან – მოურავის განცხადებით, ეს ნაციონალური მოძრაობის გარდაცვალებას ნიშნავს.

აქციაზე დათვალეს აფხაზეთიდან ჩამოსულები.

თავისუფლების მოედანზე 124 აფხაზეთიდან ჩამოსული იმყოფებოდა – ინფორმაცია აქციაზე ემზარ კვიციანმა გაავრცელა, რომელმაც საზოგადოებას მოუწოდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ბეჭებზე დაეცათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g