LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამდენი ხანი ვერ გაძლებ ბრძოლაში, თუ არ გჯერა, რომ სიმართლეს დაამტკიცებ: ნელი დოროყაშვილი

147
Capture

“ამდენი ხანი ვერ გაძლებ ბრძოლაში, თუ შენ არ გჯერა, რომ სიმართლეს დაამტკიცებ”, – ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნელი დოროყაშვილმა “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ  ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ორ წლიანი ბრძოლა რთული აღმოჩნდა, თუმცა, როგორც ნელი დოროყაშვილი იმედოვნებს, რომ მოტივაციას მისცემს სხვა ქალებს, რომლებიც მსგავსი პრობლემის წინაშე არიან.

“ამდენი ხანი ვერ გაძლებ ბრძოლაში, თუ არ გჯერა, რომ სიმართლეს დაამტკიცებ. ეს ბრძოლა ჩემთვის იმდენად რთული იყო, რომ უკან მოხედვის მეშინია. არასოდეს არ ვიტყვი, რომ ეს ბრძოლა არ ღირდა. ის, რაც მე გამოვიარე ამ ორ წელიწადში რთულია: ბრძოლები, მუქარები, ძალიან ცუდი ბულინგი. იმედი მაქვს, რომ ეს დაეხმარება სხვა ქალებს, რომ არ გაუჭირდეთ გადაწყვეტილების მიღება, არ შერცხვეთ ამაზე ხმამაღლა საუბრის”, – განაცხადა ნელი დოროყაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახუთ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

 

ამავე თემაზე:

„6 თვის განმავლობაში კარლოტას არავინ ახსენებდა – ალბათ, როცა ნიკოლოზმა დაითანხმა და კარგად „დაამუშავეს“, შემდეგ გადაწყვიტეს გამოეჩინათ“ – დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს

ნელის ლუკასი ჰყავდა ხელში აყვანილი, ნიკა ლუკასის მკლავს ეფერებოდა – ნიკას მხრიდან ძალადობა არ დამინახავს. ეს რომ დამენახა, მასთან არ ვიქნებოდი: ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი

„ამერიკაში არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია“ – რა თქვეს ნეკა დოროყაშვილმა და ნიკოლოზ ბასილაშვილმა პროცესის დაწყებამდე

„ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო.. ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ მან იცრუა“ – ბასილაშვილის დედამ პროცესზე დოროყაშვილის მიერ მიწერილი შეტყობინება წაიკითხა

ბასილაშვილის ადვოკატი: ნელი დოროყაშვილი შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანია, მას შურისძიება იმიტომ უნდა, რომ ბასილაშვილს სხვა რჩეული ჰყავს

„იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ“ – რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი ვიდეოჩანაწერზე

ნეკა დოროყაშვილი: როცა რაიმე სახის კონფლიქტი ხდებოდა, ნიკოლოზი საბანკო ბარათს ბლოკავდა, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში და ვერ გადამიხდია, ვცდილობდი ფული მეგობრებისგან მესესხა

„რატომ მირტყამ?“ – ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ახალი აუდიო ჩანაწერი წარადგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g