ლოს-ანჯელესში American Music Awards 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ. 50-ე ცერემონიის წამყვანი ვეინ ბრეიდი იყო, საოცარი პერფორმანსებით საზოგადოების წინაშე პინკი, დავ კემერონი, Lil Baby, ბიბი რექსა, ჯგუფი Imagine Dragons, კერი ანდერვუდი წარდგნენ. ტეილორ სვიფტმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მან ჯილდო სამ ნომინაციაში დაიმსახურა, ესენია: „წლის არტისტი“, „საუკეთესო ქანთრი ალბომი“ და „საუკეთესო პოპ-არტისტი“.
მორიგი ტრიუმფი – ტეილორ სვიფტმა AMA-ის დაჯილდოებაზე „წლის არტისტის“ ტიტული მოიპოვა
„წლის ახალბედა არტისტად“ დოვ ქემერონი დასახელდა. „საუკეთესო კოლაბორაციულ ნამუშევრად“ ელტონ ჯონისა და დუა ლიპას კოლაბორაცია, Cold Hear აღიარეს. „საუკეთესო მამაკაცი არტისტი“ ჰარი სტაილსი გახდა. „საუკეთესო პოპ და კეი პოპ ჯგუფად“, ტრადიციულად კორეული ბოი ბენდი, BTS დასახელდა. „წლის სიმღერის ტიტული“ ჰარის სტაილსის As It Was-მ მოიპოვა. სრული სია ნახვეთ აქ
„სკიაპარელის“ მდიდრული კაბა და ცეცხლმოკიდებული როიალი – ადელის საშობაო კონცერტი ლას-ვეგასში