ლოს-ანჯელესში წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენა შედგა. Microsoft Theatre-ში American Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
,,წლის საუკეთესო შემსრულებელი” ტეილორ სვიფტი გახდა. აღნიშნული ტიტულისთვის კიდევ არიანა გრანდე, პოსტ მელოუნი, დრეიქი და Halsey იბრძოდნენ.
,,წლის ახალი შემსრულებელად” ბილი აილიში დაასახელეს. 17 წლის მომღერალმა უკან ისეთი არტისტები ჩამოიტოვა როგორებიც არიან: ლუკ კომბსი, Lil Nas X, ლიზო და ელა მაი.
,,საუკეთესო დუეტად” შონ მენდესისა და კამილა კაბეიო დუეტი დაასახელეს, სიმღერით Señorita. აღნიშნული ადგილისთვის ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის დუეტი Shallow, Lil Nas X და ბილი რეი საირუსის დუეტი Old Town Road და პოსტ მელოუნისა და Swae Lee-ს დუეტი Sunflower იბრძოდნენ.
,,საუკეთესო ვიდეოკლიპად” ტეილორ სვიფტის You Need to Calm Down აღიარეს. წლის საუკეთესო ტურნეს ტიტული კორეულმა კეი-პოპ ჯგუფმა BTS-სმა მოიპოვა. საუკეთესო საუნდტრეკად კი ფილმ „ბოჰემური რაფსოდიის“ სრული მუსიკალური გაფორმება დასახელდა.
„წლის მამაკაცის“ ტიტული Khalid–მა მოიპოვა, „წლის პოპ-როკ ქალი არტისტი“ ტეილორ სვიფტი გახდა, „წლის ქანთრი არტისტი“ კეინ ბრაუნი, „საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტის“ ტიტული Cardi B-მ მოიპოვა. ბიონსემ კი „წლის საუკეთესო სოულ/არენბი მომღერლის“ წოდება დაიმსახურა.