ამერიკის სამხედრო ძალებმა გემებიდან სირიის ტერიტორიაზე ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.
პენტაგონის წარმომადგენლის ინფორმაციით, სირიის ხელისუფლების ჰომსში მდებარე ავიაბაზა „შაირათის“ მიმართულებით, 50-მდე ტომაჰავკი გაუშვეს.
ამ ავიაბაზიდან ორშაბათს დილით სირიის ავიაციამ ქალაქ ხან-შეიხუნზე ქიმიური თავდასხმა განახორციელა, რომელმაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.
ჰომსის გუბერნატორმა განაცხადა, რომ სამხედრო აროდრომს, რომელიც აშშ-ს რაკეტებით დაიბომბა, სირიის არმია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იყენებდა.
მისი თქმით, დარტყმის შედეგად ბევრი ადამიანი არ დაშავებულა, თუმცა „ტომაჰავკებმა“ მატერიალური ზარალი მოიტანა.
Just released by the Pentagon re: Syria airstrikes pic.twitter.com/iziQcgpsBb
— Jason Leopold (@JasonLeopold) April 7, 2017
