ქართველმა სტუდენტმა, რომელიც ამერიკაში გაცვლითი პროგრამით სწავლობს თავის თანაკურსელებს საქართველოს ჰიმნი ასწავლა და ქართულად აამღერა.
არჩილ გვასალია გაცვლითი პროგრამის, FLEX-ის 2018-19 წლის მონაწილეა. ვიდეოს მისი კურსელი ავრცელებს.
“ისევ შეძლო. მისი ქვეყნის საპატივცემულოდ საქართველოს ჰიმნი შევასრულეთ,” – წერს ის.