ამერიკის შეერთებულ შტატებში ექვსი მუსლიმური ქვეყნის მცხოვრებლებისთვის შესვლა იზღუდება.
აღნიშნული გადაწყვტილება უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკვე ამოქმედდა.
ამერიკაში შესვლაზე 90 დღიანი აკრძალვა ექვსი მთავარი მუსლიმური ქვეყნის: ირანის, ლიბიის, სირიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისთვის მოქმედებს.
აკრძალავა არ შეეხება მათ, ვისაც აშშ-ში ჰყავს ახლო ნათესავები, აქვს ბიზნესი, მოქმედი ვიზა ან მოქალაქეობა.
ასევე ამოქმედდა 120 დღიანი აკრძალვა დევნილთა მიღებაზე, იგივე გამონაკლისებით.
ორშაბათს, ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ მიღო გადაწყვეტილება ოქტომბერში განსახილველ აპელაციასთან დაკავშირებით ბრძანებულების დაბლოკვის შესახებ. მანამდე მის ძირითად დებულებებსკანონიერი ძალა ექნება.
გადაწყვეტილებამ აშშ-ში პროტესტი გამოიწვია.