დიმიტრი პესკოვის მეუღლე და ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ფიგურულ სრიალში, ტატიანა ნავკა დასავლეთს აკრიტიკებს და ამერიკელ ჟურნალისტებს მტრად მოიხსენიებს. ცნობილია, რომ საფრანგეთში ფიგურულ სრიალში ჩემპიონატი იმართება, სადაც რუსი სპორტსმენები არ დაუშვეს. ამერიკელმა ჟურნალისტმა კრისტინ ბრენამმა განაცხადა რომ მოხარულია ამ ფაქტით. სწორედ ამას მოჰყვა ტატიანა ნავკას გაღიზიანება.
ნავკასთვის ტრაგედია აღმოჩნდა რუსი სპორტსმენების არდაშვება, თუმცა მისთვის სულაც არ არის მიუღებელი ის, რაც უკრაინაში ხდება.
„ამ ჟურნალისტმა თქვა ყველაფერი, ამერიკელების მიზანია, გაანადგურონ რუსეთი. ნორმალური ადამიანი ამას იტყვის, ეს ნორმალურია? ეს ხომ სპორტია“, – ამბობს ნავკა „სპორტ ექსპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„ამინდს მაინც ვერ ქმნიან“ – პესკოვი ალა პუგაჩოვასა და რუსეთიდან წასულ სხვა არტისტებზე