„ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში დაბრუნებას ეტაპობრივად დაიწყებენ“, – აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინაში ვიზიტისას გააკეთეს.
Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში ვიზიტის დროს ენტონი ბლინკენმა და ლოიდ ოსტინმა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას პირობა დადეს, რომ ზელენსკის მთავრობისა და რეგიონის ქვეყნებისთვის, სადაც რუსეთის შეჭრამ მოსკოვის შემდგომი აგრესიის შიში გააჩინა, აშშ დამატებით 713 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ დახმარებას გამოყოფს.
ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფებოდნენ. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდა მანამ, სანამ ქვეყანა არ დატოვეს.