შესაძლოა, კორონავირუსზე სამუდამოდ გავიმარჯვოთ. ამერიკელი მეცნიერები ამბობენ, რომ სუპერვაქცინაზე მუშაობენ. ამის შესახებ ვრცელი მასალა გერმანულ ჟურნალ „ფოკუსში“ გამოქვეყნდა.
არავინ იცის, მომავალში რომელი ვირუსი იფეთქებს. მათ შესაჩერებლად მეცნიერებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა.
„ახალი ვაქცინა მეცნიერებმა თაგვებზე უკვე გამოსცადეს. მიზანი არის ადამიანის ნებისმიერი კორონავირუსისგან და არამხოლოდ კოვიდ -19-ისგან დაცვა.
ახალი ვაქცინა შეიცავს ჰიბრიდულ ცილებს, რომლებშიც თავმოყრილია სხვადასხვა კორონავირუსების დამახასიათებელი თავისებურებები.
მკლევარების ჯგუფს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი დავით მარტინესი ხელმძღვანელობს.
სუპერვაქცინის შექმნისთვის გამოიყენეს პრინციპი, რომლის თანახმად ორგანიზმის უჯრედები ცილებს გამოიმუშავებენ შესაბამისი ანტისხეულების იმუნური სისტემის ჩამოსაყალიბებლად.
იმის ნაცვლად, რომ ერთი ტიპის ცილა გამოეყენებინათ, დევიდ მარტინესმა და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, ჰიბრიდული ცილით ესარგებლათ: დღევანდელი პანდემიის გამომწვევი Covid-19-ისა და 2003 წლის ატიპიური პნევმონიის გამომწვევი SARS-CoV-ის ცილით.
თაგვები, რომლებიც ექსპერიმენტებში ჩართეს, უკვე გამოუმუშავდათ ისეთი ანტისხეულები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან SARS-CoV-ითა და SARS-CoV-2-ით დაინფიცირებას.
თაგვების ფილტვები დაუზიანებელი იყო, მათ გაუძლეს კორონავირუსის სამხრეთაფრიკულ შტამსაც.
„ჩვენი კვლევები იმედისმომცემია. გაჩნდა იმედი, რომ ჩვენ შევქმნით უნივერსალურ, პანკორონავირუსულ ვაქცინას, და ადამიანები უფრო დაცულები იქნებიან და ვირუსის ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე გადაცემა არ მოხდება“.- ამბობს პროფესორი ჟურნალ „ფოკუსთან“ საუბარში და დასძენს, რომ ამ გზით სავარაუდოდ, თავიდან ავიცილებთ ახალი საშიში კორონავირუსის გაჩენას.