LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა ბიჭუნამ პოლიციასთან ნამდვილი რბოლა მოაწყო (ვიდეო)

50

ამერიკელმა ბიჭუნამ ცოტა არ იყოს მოიწყინა და პოლიციასთან ნამდვილი რბოლა მოაწყო. გამოცემა „Cleveland”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ოჰაიოს შტატში მოხდა. 10 წლის ბიჭუნამ ავტომობილი გაიტაცა და სამართალდამცავებს მის დასაკავებლად ერთ საათზე მეტი დრო დასჭირდათ. ყველაფერი კი დილით, სკოლაში წასვლის წინ დაიწყო. ბიჭუნა თავისი დის ლოდინით დაიღალა, ამიტომ დედის ბოიფრენდის ავტომობილში ჩაჯდა და წავიდა. დედა მას თავისი ავტომობილით დაედევნა, გზაში კი პოლიციის გამოძახებაც მოასწრო. თუმცა, ყმაწვილის შეჩერება არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა, ბავშვი 160 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა და სანამ საგზაო ნიშანს არ დაეჯახა მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. საბედნიეროდ, შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა და ბიჭუნა ამჟამად თავის ოჯახთან ერთადაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები