LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა ქალმა აეროპორტების უსაფრთხოება გამოსცადა და თვითმფრინავში იარაღით ავიდა

55

ამერიკელმა ქალმა აეროპორტების უსაფრთხოება გამოსცადა და თვითმფრინავში იარაღით ავიდა. “NBC”-ის ინფორმაციით, სან-ფრანცისკოელ ეშლი მონგომერის ფრენის წინ იარაღის დატოვება გადაავიწყდა და კონტროლი მასთან ერთად გაიარა. ხელბარგში მოთავსებული იარაღი გოგონამ მაშინ ნახა, როცა უკვე ბორტზე იმყოფებოდა და ამ ფაქტმა სერიოზულად შეაშფოთა. მგზავრი მიხვდა, რომ აეროპორტების კონტროლი არც თუ ისე მკაცრია და იარაღის შეტანას სხვა ადამიანებიც მარტივად შეძლებენ. ეშლიმ ფრენის დროს ვიდეოც გადაიღო, რათა სატრანსპორტო უსაფრთხოებისთვის ხმა მიეწვდინა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა ბორტგამცილებლებს არაფერი არ უთხრა, რათა უაზრო პანიკა არ გამოეწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები