საკონსულტაციო კომპანია Deloitte-მ სხვადასხვა ქვეყანაში ავტომობილთა ელექტროფიკაციის შესახებ მომხმარებელთა დამოკიდებულება შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა, მაგალითად – ამერიკელთა 69% თავის მომავალ ავტომობილად ელექტროქარს ან ჰიბრიდს არ ისურვებდა. ტრადიციული აგრეგატის მიმართ ერთგულებას ისინი „მწვანე“ მოდელების მოკლე სვლის მარაგით და დასამუხტი სადგურების სიმცირით ხსნიან.
გამოკითხვის მიხედვით, ჰიბრიდებს მოსახლეობის 17% თუ ირჩევს და სამომავლოდ სავარაუდოდ არჩევანს სწორედ მასზე გააკეთებს. ელექტროქარის შესაძენად კი მზად მხოლოდ 5%-ია.
ანალოგიური სიტუაციაა ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც და ტრადიციულ აგრეგატს 66% ემხრობა. შედარებით უფრო პოპულარულია „მწვანე“ მოდელები ჩინეთსა და ინდოეთში, სადაც მათ შეძენაზე მოსახლეობის 58% არ იტყოდა უარს. გერმანიაში, კი სადაც ევროკავშირის მსგავსად 2035 წლიდან ტრადიციულ აგრეგატზე საერთოდ უარის თქმას აპირებენ, ელექტროფიკაციას მოსახლეობის 51% ემხრობა.