ამერიკელმა პილოტმა, ბრაის მენზისმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ავტომობილით 115,64 მეტრი იფრინა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში არსებულ მაჩვენებელზე 10 მეტრით მეტია. ავტომბროლელმა აღნიშნული ტრიუკი პიკაპი Pro2-ის დახმარებით შეასრულა.
მენზისმა ღონისძიებისთვის მზადება ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. 2016 წლის გაზაფხულზე მან რეალურად გამოსცადა საკუთარი შესაძლებლობები. 4 თვის მანძილზე, გინესის ახალი რეკორდსმენი სან-დიეგოში საფინალო რბოლისთვის ემზადებოდა.
გთავაზობთ ვიდეოს: