LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მსოფლიოს ქვეყნებს შორის კვლავაც ყველაზე დიდია 

110
მსოფლიო ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია, მისი მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 30.34 ტრილიონ დოლარს შეადგენს. მას მოჰყვება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 2024 წელს 19.5 ტრილიონი დოლარით განისაზღვრა. მესამე ადგილზე კი 4.92 ტრილიონი დოლარის მოცულობის ეკონომიკით გერმანიაა.

უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ათეულში ასევე მოხვდნენ: იაპონია, ინდოეთი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, იტალია, კანადა და ბრაზილია.

რაც შეეხება საქართველოსა და მის სამეზობლოს, რეგიონში ყველაზე ღარიბი ქვეყანა სომხეთია, მისი ეკონომიკის მოცულობა 26.58 მილიარდი დოლარია. რეიტინგში მას მოსდევს საქართველო 35.91 მილიარდი დოლარით და აზერბაიჯანი 77.04 მილიარდი დოლარით. თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მოცულობა 2024 წელს 1.46 ტრილიონ დოლარს გაუტოლდა, რუსეთის ფედერაციის კი 2.2 ტრილიონი დოლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება გლობალური ეკონომიკის მაჩვენებელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, ის 115.49 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g