LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამერიკულ გემსაც ასე დაიცავდნენ? რა თქმა უნდა, არა. მეგობრებს იცავენ მხოლოდ ასე თავგამოდებით“ – ბორის ყურუა

263
fot

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი, ბორის „ჩელე“ ყურუა ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერს Astoria Grande, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

„უბრალოდ დაფიქრდით, ამერიკულ გემსაც ასე დაიცავდნენ?

„რა გინდათ, საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით საბოლოოდ ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?“ – ირაკლი ქადაგიშვილი

გერმანელებით, იტალიელებით, ფრანგებით ან შვედებით გავსებულ კრუიზსაც?

ქაჯებს დაუძახებდნენ აქტივისტებს?

ჯებირებს აღმართავდნენ და პოლიციელების არმიას უბრძანებდნენ პროტესტანტების დაგლეჯას?

რა თქმა უნდა, არა.

მეგობრებს იცავენ მხოლოდ ასე თავგამოდებით და გამალებით,“ – წერს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი ბორის „ჩელე“ ყურუა.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში 27 ივლისსაც შემოვიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

სალომე ზურაბიშვილი: ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია

ვოლსკი: „ის რუსი მოქალაქეც, ვინც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა და ის ქართველიც, ვინც მუშტი-კრივით დასდევს მას, გარკვეული მიზნისკენ მიდის – პროვოკაციულია ეს ყველაფერი“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.

რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმშია: „მფლობელი საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება“ 

რომან გოცირიძე: „Astoria Grande” ურჩხულს ჰგავს, ეს გემი არის სიმბოლური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g