ქაბულში, ამერიკულ უნივერსიტეტზე, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის 7 სტუდენტი და 3 პოლიციელია.
თავდამსხმელებს 750 სტუდენტი შენობაში ჩაკეტილი ჰყავდათ.
რამდენიმე საათში, ავღანეთის პოლიციამ, ამერიკელი სამხედროების დახმარებით, დამნაშავეების ლიკვიდაცია შეძლო.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.