ცნობილი ამერიკული გამოცემა „ფორბსი“ ქართული ღვინის ისტორიასა და მნიშვნელობაზე წერს. ვრცელ სტატიაში მედიასაშუალება საუკეთესო ღვინის ბარებსაც მიმოიხილავს, რომელსაც მოგზაური საქართველოს დედაქალაქში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ეწვიოს.
საუკეთესო ღვინის ბარების ჩამოთვლამდე, „ფორბსი“ საკუთარ მკითხველს ქართული ღვინის ისტორიას აცნობს და უყვება, რომ აქ ღვინის წარმოებას 8000 წლიანი ისტორია აქვს. ქართველები საოცრად ამაყობენ თავიანთი იშვიათი ღვინით და მისი მომზადების ტრადიციით, რომელიც უდავოდ უნიკალურია. „ფორბსი“ ყურადღებას ამახვილებს თიხის ჭურჭელზეც- სახელად ქვევრი, რომელშიც ქართულ ღვინოს აყენებენ.
რაც შეეხება უშუალოდ ღვინის ბარებს, რომლებსაც „ფორბსი“ საკუთარ მკითხველს ურჩევს თბილისში ვიზიტის შემთხვევაში, ესენია პირველ რიგში: g.Vino და Vino Underground. როგორც გამოცემა აღნიშნავს, აქ საოცარ ღვინოსთან ერთად, მოგზაური უგემრიელესი კერძების დაგემოვნებასაც შეძლებს. ამერიკული გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ვერის უბანში მდებარე ღვინის ბარ სულიკოზეც. ამასთან, „ფორბსის“ რჩეულთა სიაში არიან თბილისში მდებარე შემდეგი ღვინის ბარებიც: Vineria, Mosmiery Wines & Tapas, Chacha Corner, Tsangala’s Wine Shop & Bar, Tsangala’s Wine Shop & Bar, Dadi Bar, 8000 Vintages და Wine Factory N1.
