თბილისში ინდივიდუალური საკალათბურთო მომზადების დარბაზის პირველი ფილიალი Shoot 360 Tbilisi-ის გაიხსნა.
როგორც ცნობილია, ამერიკული პროექტ Shoot 360-ის პირველი ანალოგი თბილისში, NBA-ის ვეტერანი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას ინიციატივით, მისსავე კალათბურთის აკადემიის შენობაში მოეწყო. არსებული ინფორმაციით, პროექტში ქართველმა კალათბურთელმა 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ Shoot 360 Tbilisi-მა ოპერირება ოფიციალურად დღეს დაიწყო. „დაელოდე ლინკს 15 დეკემბერს 13:00 საათზე, დარეგისტრირდი პირველი და მიიღე: პირველი ვარჯიში უფასოდ; პირველ სამ მომხმარებელს ბურთი ზაზა ფაჩულიას ხელმოწერით საჩუქრად; პირველ ას მომხმარებელს Shoot 360-ის ბრენდირებული მაისური საჩუქრად“, – ნათქვამია Shoot 360 Tbilisi-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დარბაზში დაცულია პანდემიის უსაფრთხოების წესები, ერთდროულად დაიშვება მაქსიმუმ 24 ადამიანი, ინდივიდუალური ვარჯიშებისას კი 12 ადამიანი.