LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული ტურისტული კომპანიებისა და Forbes-ის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

104
საინფორმაციო ტური

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტუროპერატორებსა და ჟურნალ Forbes-ის ჟურნალისტს მასპინძლობს.

სტუმრები თბილისის ტურისტულ ადგილებს გაეცნენ, შეხვედრები გამართეს ქართველ ტუროპერატორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ასევე, ეწვივნენ ქუთაისსა და კურორტ საირმეს.

იმერეთის რეგიონის შემდეგ ტურის მონაწილეები კახეთში გადაინაცვლებენ, სადაც კულტურულ ძეგლებს და ღირსშესანიშნავ ნაგებობებს დაათვალიერებენ, მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასებში, ესტუმრებიან მარნებს და ქართულ ღვინოსა და კერძებს დააგემოვნებენ. 

Forbes-ის ჟურნალისტი, საინფორმაციო ტურის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას მოამზადებს.