LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული უპილოტო კოსმოსური ხომალდი Blue Ghost წარმატებით დაეშვა მთვარეზე – რას შეისწავლიან მეცნიერები

113
Blue Ghost

კომპანია Firefly Aerospace-ის ამერიკული უპილოტო კოსმოსური ხომალდი, Blue Ghost კვირას წარმატებით დაეშვა მთვარის ზედაპირზე“, – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აღნიშნული ხომალდი ისტორიაში პირველი კერძო კოსმოსური ხომალდია, რომელმაც წარმატებით დაიწყო მთვარის შესწავლა, რადგან აქამდე მთვარის ყველა მისიას სახელმწიფო კოსმოსური სააგენტოები ახორციელებდნენ.

მისი მისია 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ხომალდი გადაიღებს ფოტოებსა და ვიდეოებს, შეაგროვებს მთვარის ნიადაგის ნიმუშებს და შეისწავლის მთვარის კლიმატს.

მოწყობილობა აღჭურვილია ინსტრუმენტებით, რომლებიც NASA-ს მიერ არის მოწოდებული.

კომპანია Firefly Aerospace-ი აცხადებს, რომ ამ მონაცემების ანალიზი ხელს შეუწყობს მთვარეზე პილოტირებული მისიების განხორციელებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g