LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკულმა ტოქშოუმ ზაზა ფაჩულიას კიდევ ერთხელ დასცინა (ვიდეო)

102

ამერიკულმა სპორტულმა ტოქშოუ Starters-მა ზაზა ფაჩულიასა და საქართველოს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებს დასცინა.

მათ ერთ–ერთ გადაცემაში All Star-ში საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის ხმის მიცემაზე ისაუბრეს. წამყვანებმა გაკვირვება გამოხატეს იმის გამო, რომ ფაჩულია, რომელიც 13 წელია NBA-ს ცენტრია, აქამდე არასდროს ყოფილა ასე ახლოს All Star-თან. ქართველმა დემარკუს ქაზინს, დუაიტ ჰოვარდს და მის თანაგუნდელ დირკ ნოვიცკისაც კი გაუსწრო.

“ჩვენ არ გვინდა ზაზა All Star-ში დემარკუს ქაზინსზე წინ. ეს სიგიჟეა, ეს დემარკუს ქაზინსია, ლიგაში საუკეთესო. არ ვიცი, როგორ მოხვდა ფაჩულია მასზე წინ”, – თქვა გადაცემის მსვლელობისას ერთერთმა წამყვანმა.

შემდეგ კი მათ აღნიშნეს, რომ ზაზას მხარს საქართველო უჭერს. “საერთოდ რამდენია საქართველოს მოსახლეობა?” – იხუმრეს წამყვანებმა.

ამ გადაცემას გულშემატკივრების აღშფოთება მოჰყვა, რის შემდეგაც Starters-ის წამყვანებმა ვითომ ბოდიში მოიხადეს, სინამდვილეში კი კიდევ ერთხელ დასცინეს ქართველ მოთამაშეს და ქართველებს, რომლებიც მას ხმას აძლევენ, მათ შორის სიცილი ვერ შეიკავეს იმის ნახვისას, როგორ უჭერს მხარს ზაზა ფაჩულიას საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი. მათ მაყურებელს NBA-ში ზაზა ფაჩულიას 5 საუკეთესო მომენტი შესთავაზეს, რომელთაგან პირველ ადგილზე არა ზაზას თამაშიდან ეპიზოდი, არამედ მისი გამოსვლაა, რის გამოც წამყვანებმა ის კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს.

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/TheStarters/videos/1111647048880608/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g