ამირან გამყრელიძე ჩინური “სინოფარმით” აიცრა.
ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა იმუნიზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.
კოვიდ-გამოჯანმრთელებულ პაციენტებში აცრა 3 თვის შემდეგ კეთდება, გამყრელიძემ კი კორონავირუსი იანვარში გადაიტანა.
ცნობისთვის, დღეიდან, 4 მაისიდან 18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალექეებს შესაძლებლობა ექნებათ “სინოფარმით” აიცრან.
დღეს ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით. ხოლო 5 მაისიდან დაემატება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება.
დღეიდან საქართველოში „სინოფარმით“ მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება
აღსანიშნავია, რომ 27 აპრილიდან აღნიშნულ ვაქცინაზე სულ დარეგისტრირდა 17 613 მოქალაქე.