LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე: „მეექვსე ტალღა არ დამთავრებულა, პიკი გადავიარეთ უკვე…არ უნდა გავთამამდეთ“

904
ამირან-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების პიკმა უკვე გადაიარა, თუმცა მეექვსე ტალღა ჯერ არ დამთავრებულა.

გამყრელიძე ასევე აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობა შემცირებულია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 28 პაციენტი

„შემცირებულია ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე გადათვლით, შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ზღვარს ჯერ არ ჩამოცილებულა. შემცირებულია რეპროდუქციის ინდექსი, რაც დამაიმედებელია. ასევე მცირდება მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა. ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ, უნდა ველოდოთ, რომ მარტის განმავლობაში ეს ტენდენცია გაგრძელდება.

მეექვსე ტალღა არ დამთავრებულა, პიკი გადავიარეთ უკვე. ეს ეტყობა სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობასაც. აქტიური შემთხვევები გვაქვს 54 000, პიკზე გვქონდა 200 000-ზე მეტი, მაგრამ რომ ვთქვათ, მეექვსე ტალღა დასრულდა, ამის უფლება არ გვაქვს. არ უნდა გავთამამდეთ“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები