“სრული ეს ორი წელი ირყევა ქვეყანა ყველანაირად. ეს პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს პანდემიის მართვასა და მათ შორის, იმუნიზაციის პროცესზე,”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პოლარიზაციის გარდა, ქვეყანაში ვაქცინაციის ნელ ტემპს კიდევ რამდენიმე მიზეზი აქვს.
გამყრელიძის განცხადებით, ეს მიზეზებია მოსახლეობასთან ნაკლები კომუნიკაცია და ასევე საერთო თვითშეგნება.
“ომიკრონით” ინფიცირებულებიდან 6-ს უკვე გადატანილი ჰქონდა კოვიდი: ამირან გამყრელიძე
“პირველი-იცით, რომ დავაკელით, და აქ მე ჩემ თავსაც ვგულისხმობ, მოსახლეობასთან მეტი. მეორე-სამწუხაროდ, ჩვენი საერთო თვითშეგნება და განათლების საშუალო დონის პრობლემები, რაც გვაქვს. ამაზე ბევრს მაკრიტიკებენ, ვიცი და გამაკრიტიკებთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა და მესამე, ის პოლარიზაცია, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში. სრული ეს ორი წელი ირყევა ქვეყანა ყველანაირად. ეს პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს პანდემიის მართვასა და მათ შორის, იმუნიზაციის პროცესზე. ეს არის ჩემი პირადი შეხედულება,”-აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
