2021 წელს ბოლო საკოორდინაციო საბჭო ჩატარდა, რომელსაც ახალი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ესწრებოდა.
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ომიკრონის“ საქართველოში დაფიქსირებულ შემთხვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაინფიცირებულთა შორის უმეტესობა აცრილია და შემთხვევები მსუბუქად მიმდინარეობს.
„ომიკრომით“ ინფიცირებულ 63 ადამიანიდან უმეტესობა აცრილია. ექვს გადატანილი ჰქონდა კოვიდი, ანუ რეინფიცირება დაფიქსირდა. მხოლოდ 5 მათგანი იყო 18 წლამდე მოზარდი და ბავშვი.
სტაციონარში მოთავსებულია რამდენიმე ადამიანი, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათ მკურნალობა სჭირდებოდათ, მათ სჭირდებათ გამოკვლევები, რადგან თანხმლები დაავადებები აქვთ.
სტაციონარში თუ არ მეშლება, არის სამი ადამიანი“. – განმარტა გამყრელიძემ.
საკოორდინაციო საბჭოზე დღეს გაკეთებული განცხადებები:
გამყრელიძე: ქვეყანაში „ომიკრონის“ 63 შემთხვევაა დადასტურებული, ყველა მათგანი მსუბუქად მიმდინარეობს
ექნებათ თუ არა ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიების ჩატარების უფლება – გიორგი ღიბრაძის განმარტება
დარჩებება თუ არა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე თამარ გაბუნია