LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარჩებება თუ არა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე თამარ გაბუნია

109
Untitled design - 2021-12-28T130923.337

ახლად დანიშნული მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საკოორდინაციო საბჭოს პირველად ესწრებოდა. მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, მინისტრი ეტაპობრივად ჩაერთვება აქტივობაში.

„ბუნებრივია, 30 დეკემბრიდან, მინისტრი შეუდგება საქმიანობას სრულად”, – აღნიშნავს გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, ახლად დანიშნულ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს აქვს საკმაო უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტურად უხელმძღვანელოს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, მოლოდინია, რომ ის საკუთარ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს.

კითხვაზე, დარჩება თუ არა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე და აქვს თუ არა ამის სურვილი,  თამარ გაბუნიამ განმარტა:

„ის პროგრამები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს და ის ტექნიკა, რომელიც ამ პროექტების განხორციელებას ხმარდება, იყოს ფუნქციონირებადი და გააგრძელოს მუშაობა. ამდენად ჩემი დარჩენა სამინისტროში, ვიდრე იქნება ამის საჭიროება, იმისთვის, რომ  ვუზრუნველყოთ გარდამავალი პერიოდი, რამდენი ხანიც იქნება საჭირო,  მე ამ სამსახურისთვის მზად ვარ, ნებისმიერი პოზიციიდან“. – განაცხადა გაბუნიამ.

საკოორდინაციო საბჭოზე დღეს გაკეთებული განცხადებები:

ვაქცინაციის წახალისების კამპანია იანვარშიც გაგრძელდება და 200-ლარიან დანამატს უკვე 50 წელს ზემოთ მოქალაქეები მიიღებენ

გამყრელიძე: ქვეყანაში „ომიკრონის“ 63 შემთხვევაა დადასტურებული, ყველა მათგანი მსუბუქად მიმდინარეობს

საწოლები მობილიზებულია, რომ “ომიკრონის” ტალღის მატებას, საჭიროების შემთხვევაში, სრული მზაობით დავხვდეთ: გაბუნია

ექნებათ თუ არა ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიების ჩატარების უფლება – გიორგი ღიბრაძის განმარტება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g