LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე: საქართველოში „ომიკრონის“ 335 შემთხვევიდან, ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 5-ს დასჭირდა

377
250781427-0-185-2048-1337-1920x0-80-0-0-0a2d6c1825dae13f803ad8b50ba7dbe4

“ქვეყანაში „ომიკრონი“ უკვე ინტენსიურად ცირკულირებს. გუშინ, „ომიკრონის“ 176 შემთხვევა დადასტურდა და წინა დღესთან შედარებით გვაქვს გაორმაგება,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში დაფიქსირებული „ომიკრონის“ 335 შემთხვევიდან, მხოლოდ 5 შემთხვევის ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

„სადღაც 1000 შემთხვევამდე მოვახერხებთ, შემდეგ, თითოეული შემთხვევის დეტალური ანალიზი გაგვიჭირდება. ჯერჯერობით საიმედო ინფორმაცია რაც გახლავთ, საქართველოში „ომიკრონის“ 335 შემთხვევიდან, მხოლოდ 5 შემთხვევის ჰოსპიტალიზაცია მოხდა და აქედან, 4 უკვე კლინიკიდან გაწერილია. თითქმის ყველა შემთხვევა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ბევრი მათგანი უკვე გამოჯანმრთელებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g