LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე შვილის მდგომარეობაზე: ნორმალურად არის, იცავს ყველა იმ წესს, რაც აუცილებელია

482
BeFunky-collage (6)

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა “პალიტრანიუსის” ეთერში მისი შვილის მდგომარეობაზეც ისაუბრა. ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსის ინფექცია 7 მარტს დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მისი შვილის მდგომარეობა ნორმალურია და ის ყველა წესს იცავს.

“ნორმალურად არის, კლინიკურად ალბათ უკვე გაუვიდა ორი კვირაც და ცოტა მეტიც. მაგრამ მე ცოტა ზედმეტ გადაზღვევას ვაკეთებ. იცავს ყველა იმ წესს, რაც აუცილებელია. ის ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი პიროვნებაა. თვითონ წყვეტს როდის გაეწეროს” , – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 75 შემთხვევაა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შედარებით მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ქვეყანაში კოვიდ 19 უკვე 10-მა პაციენტმა დაამარცხა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 მოქალაქე რჩება.

5 მიზეზი, თუ რატომ იქნება ეს კრიზისი უფრო მოკლევადიანი საქართველოსთვის, ვიდრე ეს ჩანს
“ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთ”: პატრიარქს სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g