LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, პრეპარატით 16 წლიდან პირები აიცრებიან: ამირან გამყრელიძე

603
ამირან-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, პრეპარატით 16 წლიდან პირებს აცრიან.

მისი თქმით, „ფაიზერის“ წარმოებული ვაქცინა ამ ეტაპზე ერთადერთია, რომელსაც 16 წელს ზემოთ პირებში გამოყენებისთვის ავტორიზაცია აქვს მინიჭებული, სხვა ყველა დანარჩენი ვაქცინით იმუნიზაცია კი, 18 წლიდან პირებისთვისაა დასაშვები.

„მოგეხსენებათ, „ფაიზერის“ ინსტრუქციაში აქვს 16 წლიდან ზემოთ აცრა. დღეს ყველა სხვა ვაქცინით 18 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა იცრება, „ფაიზერს“აქვს 16 წლიდან. ამიტომ, როდესაც „ფაიზერის“ დოზები შემოვა, ჩვენთანაც შევა ცვლილება და 16 წლის ზემოთ მოსახლეობა აიცრება.

ხოლო რაც შეეხება შემდგომი გადაწყვეტილებისთვის, რასაც ზოგიერთი ქვეყანა ახორციელებს მოზარდების აცრის სახით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნას დაველოდებით,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„სინოფარმზე“ რეგისტრაცია 3 ივლისიდან დაიწყება: გამყრელიძე

წინა შემოსვლისგან განსხვავებით, ახლა “სინოფარმისა” და “სინოვაკის” თითო ფლაკონში არის აცრის ორი დოზა: გამყრელიძე

“ასტრაზენეკას” დამატებითი დოზები ამ დღეებში შემოვა და ყველა, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის, აიცრება: გამყრელიძე

პოპულალურები