LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასტრაზენეკას” დამატებითი დოზები ამ დღეებში შემოვა და ყველა, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის, აიცრება: გამყრელიძე

65
ამირან გამყრელიძე

“ამ დღეებში ასტრაზენეკას დამატებითი დოზები შემოვა და ყველა, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის, შესაბამისად აიცრება.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ როდესაც ასტრაზენეკას ძირითადი დოზები შემოვა, აღნიშნული ვაქცინით აცრას ყველა შეძლებს:

“შემდგომ, როდესაც ასტრაზენეკას ძირითადი დოზები შემოვა, ყველა ადამიანი, ვისაც მეორე დოზა დასჭირდება, იქნება ასტრაზენეკათი აცრილი.” – განაცხადა გამყრელიძემ.

მან ფაიზერის შემოსვლის თარიღზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ბილატერალური მოლაპარაკებებით ფაიზერის დოზების მოწოდოება თანდათანობით, ივლისში დაიწყება, შემდგომში კი ამას დაემატება აშშ-ის მთავრობის დახმარება ასევე ფაიზერის შესაბამისი დოზებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები