LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამნისტია​ კონვენციურ დანაშაულებზე არ გავრცელდება, ჯალათებს არ შეეხება – ვაშაძე

154
გიორგი 44

ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ამნისტია არ შეეხება ჯალათებს.

„ამნისტია​ კონვენციურ დანაშაულებზე არ გავრცელდება, ჯალათებს არ შეეხება.

კონვენციით დაცული მუხლებზე არ გავრცელდება. თუ საჭიროა, ამის შესახებ ჩანაწერიც იქნება.
უამრავი დეტალია ამ კანონში. ყველა ვეცდებით, რომ სამშაბათამდე ყველა დეტალი დაზუსტდეს.

რაც მთავარია, ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს ერთობლივი და იმედი გვაქვს, რომ არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა”. – აღნიშნა ვაშაძემ.

მან აღნიშნა, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ავტომატურად გავრცელდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიაზეც.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა იყო.  ე.წ. ამნისტია ჯალათებზე არ გავრცელდება და ამაზე სპეკულაცია უნდა დამთავრდეს. ამ კანონში უამრავი დეტალია, ყველა შევეცდებით, რომ სამშაბათამდე აბსოლუტურად ყველა დეტალი დაზუსტდეს და რაც მთავარია, ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს ერთობლივი.

იმედი გვაქვს, კიდევ აზრთა სხვადასხვა არ იქნება. ყველა საკითხი, რაც დოკუმენტშია და რაც ბოლო შეხვედრის შემდეგ მხარეებმა დავაფიქსირეთ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენი პოზიციაა, რომ სწორედ ამ ჩარჩოში იყოს აბსოლუტურად ყველაფერი. ჯერჯერობით მმართველი გუნდის კანონპროექტი არ გვინახავს. მოისმინეს, ჩვენც მოვისმინეთ მათი პოზიციები და დავშორდით ისე, რომ შევეცდებით ეს პოზიციები მაქსიმალურად დავაახლოვოთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

 მელიას საქმე გირაოთი და თავდებობით არ დაიხურება – „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხვდება

ცნობისთვის, პარლამენტში 27 აპრილს დაიწყება ცვლილებების განხილვა, რომლითაც 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში არსებული ჩანაწერი ამნისტიის კანონში უნდა აისახოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g