“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.
დეპუტატების გარდა მსჯელობაში ჩართვა სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლბსაც შეეძლებათ. არ არის გამორიცხული კანონპროექტი დღესვე დაამტკიცონ.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის კონკრეტულად ვის შეეხება ამნისტია, მაგრამ მათ რიცხვში ვერ მოხვდებიან მკვლელობისთვის გასამართებულები, ასევე ნარკოტიკების გამსაღებლები და ოჯახური ძალადობისთვის დაკავებულები.
სავარაუდოდ, ამნისტია 800-მდე პატიმარს შეეხება, 700-ს კი სასჯელი შეუმსუბუქდება.
