LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამნისტიის შესახებ შესაძლო კანონი ინსტრუმენტია მიზნის მისაღწევად, მიზანი კი, უკანონოდ დაპატიმრებული, დევნილი მელიას გათავისუფლებაა: დავით უსუფაშვილი

42
დავით უსუფაშვილი

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ შესაძლო კანონი მიზნის მისაღწევად ინსტრუმენტია. მიზანი კი, მისი თქმით, უკანონოდ დაპატიმრებული, პოლიტიკური ნიშნით დევნილი, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განთავისუფლებაა. როგორც პარლამენტში მისულმა უსუფაშვილმა თქვა, მელიას გათავისუფლება აუცილებელია, რომ ხელმოწერილი დოკუმენტის სხვა პუნქტების შესრულება შესაძლებელი გახდეს.

უსუფაშვილის აზრით, ამის მექანიზმად ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებში წარმატება აქვს, ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას კი “ლელოს” წევრის თქმით, ამ საკითხების მოგვარება სჭირდება.

“მოვედით და გავივლით რეგისტრაციას, რომ ჩვენი მხრიდან ვალდებულება შევასრულოთ და ამით ნაბიჯი წინ გადავდგათ. ამნისტიის საკითხებს რაც შეეხება, ამაზე მსჯელობა იქნება. გუშინ მელიამ განაცხადა, რომ თანახმაა იმ ტიპის გირაოზე, რაზეც თავის დროზე ევროპელები იყვნენ თანახმა. ახლა უნდა გავარკვიოთ, ევროპელები ისევ მზად არიან ამისთვის თუ არა.

დღევანდელი დღის ყველაზე ეფექტური შედეგი იქნება რურუას გათავისუფლება, რასაც სულმოუთქმელად ველი: შავგულიძე

ჩვენ მივიღებთ ისეთ ზომებს, იქნება ეს ამნისტიით თუ ამნისტიის გარეშე, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს. აქ იმიტომ არ მოვედით, რომ მალე ისევ ბოიკოტს დავუბრუნდეთ. მოვედით, რომ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ, დავარწმუნოთ კოლეგები, ჩავრთოთ საერთაშორისო საზოგადოება, რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოვიყვანოთ. ამიტომ, მე არ ვფიქრობ იმაზე, რამ შეიძლება ბოიკოტში დაგვაბრუნოს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შესახებ კომენტირებისას კი, დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მისივე შეფასებით, თალაკვაძის გადაყენება, გადადგომა  შემთხვევითი არ არის.

ჩემი დიდი სურვილია აღდგომის დღესასწაულს ნიკა მელია საკუთარ სახლში შეხვდეს – სალომე სამადაშვილი

“ცხადია, თალაკვაძის გადაყენება ამ პროცესს უკავშირდება, მაგრამ ვალდებულება აღებულია მმართველი პარტიის მიერ და არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობაზე ახლა სხვა გვარის ადამიანი არის თუ არა. დარწმუნებული ვარ, რომ ის უპრეცედენტო ჩართულობა საერთაშორისო საზოგადოების, რაც ჩვენ ვნახეთ, იქნება გარანტი, რომ ყველა მხარემ საბოლოო ჯამში შეასრულოს ვალდებულება.

ეს არ იქნება ია-ვარდით მოფენილი გზა, ამას სჭირდება შრომა, ბრძოლა, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული. დღეს მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მხარის ვალდებულება. საკითხების განხილვაში მონაწილეობას ცხადია არ ვიღებთ, რადგან ეს არ არის დღეს ჩვენს დღის წესრიგში, მაგრამ საპარლამენტო პროცესში ჩართვის დასადასტურებლად, ჩვენ ოფიციალურად რეგისტრაციას გავივლით, რომ ჩაირთოს ის მექანიზმები, რაც  შეთანხმებითაა გათვალისწინებული“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ინდივიდუალურად ხელმომწერი პოლიტიკოსების ნაწილი პარლამენტში შევიდა. მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სამოქალაქო აქტივისტების აქციისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ.

დარბაზში რომ შევალ, ერთ ადამიანს გამოუშვებენ ციხიდან, დღეს ეს იცვლება, მეტი არაფერი: პარლამენტში მისული ჯაფარიძე

არანაირ ამნისტიის კანონს მხარს არ დავუჭერთ, რომელიც შესაძლებელია, ოდნავ მაინც რისკს შეიცავდეს, რომ შესაძლო დამნაშავეებმა დანაშაულს თავი აარიდონ: ბადრი ჯაფარიძე

20 ივნისს დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამნისტიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, პარლამენტთან აქციას მართავენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები