LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისს დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამნისტიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, პარლამენტთან აქციას მართავენ

58
20 ივნისი

20 ივნისს დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამნისტიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, პარლამენტთან აქციას მართავენ. ოპოზიციონერ დეპუტატებს კი, პარლამენტში შესვლა აქციის და შეძახილების ფონზე მოუწიათ.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილნი და დეპუტატებს შეძახილებით მიმართავდნენ – “ძარღვი დაგრჩათ? „რატომ მიგვატოვეთ?“ „უნამუსო“, „მონა.“

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცეველები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაუშვებელია ამნისტია ჯალათებს შეეხოს.

„ ჩვენ ვაპროტესტებთ ამნისტიის კანონპროექტს. ვისი ამნისტია ხდება ჩვენთვის სრულიად გაუგებარია.

პირიქით, მხოლოდ სამი პოლიციელის მიმართ საქმის აღძვრა ეს არის ცინიკური, რადგან რეალურად ათეული პოლიციელის მიმართ უნდა იყოს ძიება დაწყებული. ასევე, დასასჯელია მაღალი თანამდებობის პირები“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

პოპულალურები