LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამოლესილი ლობიო საუკეთესო კერძების მსოფლიო რეიტინგში მოხვდა

164
ლობიო

მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas, საკუთარი მომხმარებლის გამოკითხვის საფუძველზე, ლობიოთი მომზადებული საუკეთესო კერძების რეიტინგი გამოაქვეყნა.

სიაში, რომელშიც 72 დასახელების კერძი მოხვდა, ქართულმა ამოლესილმა ლობიომ 21-ე ადგილი დაიკავა.

კერძთან დაკავშირებულ ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ მოხარშული წითელი ლობიო სქელი რაგუს კონსისტენციამდე ილესება და სხვადასხვა სანელებლით იკმაზება და მას უმეტესად მჭადთან ერთად მიირთმევენ. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ლობიოთი მომზადებულ კერძებს შორის ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მწვანე ლობიოს ფხალი – ლობიოს ერთგვარი პიურე ნიგვზით, რომელიც ცივად იჭმევა.

აღნიშნული რეიტინგის სამეულში მოხვდა: მექსიკური „სოპა ტარასკა“, ჰაიტური „დირი აკ პვა“ და ბრაზილიური „ტუტუ დე ფეიჟაუ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები