ამსტერდამელ ჩინოვნიკებს ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება
ამსტერდამმა სახელმწიფო მოხელეებისთვის თავისი ჩატ-ბოტი შექმნა – მას შეუძლია ტექსტების წერა, დოკუმენტების ანალიზი და რთული ანგარიშებიდან მთავარი დასკვნების გამოტანა. ამსტერდამული ხელოვნური ინტელექტის მთავარი ღირსება ისაა, რომ მონაცემები საქალაქო სისტემაში რჩება და სხვაგან არსად ხვდება. სიახლის შესახებ open research წერს.
წარსულში ჩინოვნიკებისთვის კომერციული ნეირო ქსელების, ისეთის როგორიცაა მაგალითად ChaTGPT, გამოყენება ძალიან გაამკაცრეს. ადგილობრივი ანალოგი კი ინფორმაციის გაჟონვის რისკებს ამცირებს.
ბოტის ამუშავებამდე სისტემას ნახევარი წელი ტესტავდნენ. 800-მა თანამშრომელმა მას ათი ათასობით მოთხოვნა გაუგზავნა, იქნებოდა ეს წერილების შედგენა თუ მონაცემთა ანალიზი. შემდეგ პროექტის ავტორებმა სერვისი უფრო დახვეწეს, რათა მისი გამოყენება კიდევ უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო გამხდარიყო.
თუკი ექსპერიმენტი წარმატებული იქნება, მსგავსი სისტემების შექმნას სხვა ქალაქებიც შეძლებენ. პროექტი საერთო ტენდენციაში კარგად ეწერება – ევროპა უცხოურ ტექნოლოგიებზე უარს ამბობს და თავის პროექტებს ირჩევს.