LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამელებს ძველი შენობების ნაწილებს უფასოდ დაურიგებენ

125
thumb_1024x663_amsterdam-facade

ამსტერდამის მერიამ გადაწყვიტა, რომ ძველი შენობების უსარგებლო ელემენტები ადგილობრივებს ჩამოურიგოს. საუბარია იმ დეტალებზე, რომელიც ქალაქის საწყობებში უფუნქციოდ ინახება, მაგალითად – ვინტაჟური აგურები, გერბები თუ ორნამენტები, რომელიც ავარიული შენობების დემონტაჟის შემდეგ დარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.

ამ ელემენტებს კულტურულ-ისტორიული და სიმბოლური ღირებულება აქვს. მათი საქალაქო პეიზაჟში დაბრუნება ნიდერლანდების დედაქალაქის იდენტურობას გაუსვამს ხაზს, ფიქრობენ მერიაში.

მათ, ვინც ამა თუ იმ ფრაგმენტის აღებას გადაწყვეტს, უნდა დაასაბუთონ თუ როგორ აპირებენ ნივთის გამოყენებას. ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვა არ არსებობს, ძველი ნაწილების გამოყენება შესაძლებელია მშენებლობაში, რეკონსტრუქციასა თუ საჯარო არტ-პროექტებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები