LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამმა ტურისტებისთვის კიდევ ერთი აკრძალვა მოიფიქრა

124
FILED - Every day, up to 450 tourist buses drive into the city centre of Amsterdam. This is far too many, says the city council and wants more spaces to stay free for pedestrians and cyclists. Photo: Daniel Reinhardt/dpa

2024 წლის იანვრიდან ამსტერდამში ახალი აკრძალვა ამოქმედდება – ქალაქის ცენტრში ტურისტული ავტობუსები ვეღარ იმოძრავებენ. ინფორმაციას ამის შესახებ The Star ავრცელებს.

ქალაქის ცენტრში ავტობუსების ადგილი აღარ არის, ამიტომ ტურისტებს ფეხით მოუწევთ გადაადგილება, ანდაც შეეძლებათ ველოსიპედი იქირაონ.

ამსტერდამში ახალ კანონს ხალხის მასების შემცირების სურვილით ხსნიან, რაც კავშირშია ქუჩების დაბინძურებასთან და მეტ გამონაბოლქვთან. გარდა ამისა, ხიდები და სანაპიროები მძიმე ავტობუსებს (7,5 ტონაზე მეტს) ვეღარ უძლებენ, ეს ტრანსპორტი საცობებსაც ქმნის და ველოსიპედისტებსა თუ ქვეითებს გადაადგილებაში ხელს უშლის.

ახალი აკრძალვა შეეხება არა მხოლოდ საექსკურსიო ავტობუსებს, არამედ იმ მცირე ზომის ტრანსპორტსაც რომელიც ტურისტების ტრანსფერს უზრუნველყოფს. მათ მგზავრების აყვანის თუ ჩამოსმის უფლება მხოლოდ კონკრეტულ ადგილებთან ექნებათ, ხოლო პარკინგი ქალაქის გარეუბნებში იქნება დაშვებული.

ტურისტებს ავტობუსების ალტერნატივად ტაქსის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ნავების ან ველოსიპედების გამოყენებას ურჩევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები