ამსტერდამის სიახლოვეს სამ ავტო მაგისტრალზე მზის პანელების დადგმას გეგმავენ. მათი საშუალებით ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას 8 ათასამდე დიასახლისი მიიღებს, წერს pv-magazine.
მთლიანობაში მზის პანელებისთვის სახელმწიფო მიწის 103 ჰექტარია გათვლილი. მათ ხმაურის ბარიერებსა და ბალახის კუნძულებზე მოუძებნიან ადგილს. გარდა ამისა, მერია პანელების საგზაო წყალსაცავების ტერიტორიაზე დამონტაჟების შესაძლებლობასაც სწავლობს.
პანელის განთავსებისას ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის კომფორტს, ასევე მძღოლების უსაფრთხოებას გაითვალისწინებენ.
პროექტის განხორციელება 2027 წლიდან იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ განახლებადი ენერგიების გამოყენებით ევროკავშირი 2030 წლისთვის მავნე გამონაბოლქვის 55%-ით შემცირებას იმედოვნებს.