ამსტერდამში პოპულარულ საკვებ ობიექტთან რიგები აკრძალეს, რათა ტურისტთა მასებმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს ხელი აღარ შეუშალონ. სიახლის შესახებ The Guardian წერს.
ქალაქის ცენტრში მდებარე პატარა დაწესებულება, რომელიც კარტოფილი ფრითა და სხვადასხვა სოუსებით ვაჭრობს, სოციალურ ქსელებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის გამო მის კართან მუდმივად უზარმაზარი რიგებია იმ ადამიანებისგან შემდგარი, რომლებიც თავის შეკვეთას ელოდებიან. ბუნებრივია, ეს ხალხი ბევრს ხმაურობს და ადგილობრივებს ხელს უშლის, შეკვეთის აღების შემდეგ კი ბევრი საკვებს იქვე მიირთმევს და ნაგავსაც ტოვებს.
ქალაქმა გადაწყვიტა, რომ სასადილოსთან რიგი ამიერიდან 10 ადამიანს არ უნდა აჭარბებდეს. იმ შემთხვევაში თუკი მომლოდინეთა რაოდენობა მეტი იქნება, დაწესებულებამ უბრალოდ მუშაობა უნდა შეწყვიტოს.
სასადილოს მეპატრონემ თავის მხრივ ქალაქს სასამართლოში უჩივლა. ის ითხოვს, რომ ლიმიტი 20 ადამიანამდე გაზარდონ და თავის მხრივ დაიქირავებს ადამიანებს, ვინც რიგებს გააკონტროლებენ.
ადგილობრივები კი მერიაზე უფრო რადიკალურად არიან განწყობილი. უმრავლესობა ითხოვს, რომ ეს სასადილო საერთოდ დაიკეტოს.