“საქმის მოგება სასამართლოს ეს დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება არ არის. საქმის მოგებაა, როდესაც მთელი ქვეყნის სტერეოტიპებს, გავლენებს, ძალაუფლებას დაეჯახები და მაინც დგახარ მყარად,” – ამის შესახებ ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა არღანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც არღანაშვილი აღნიშნავს, ბრძოლა გრძელდება.
“ძალიან ამაყი ვარ ნეკა დოროყაშვილს რომ ვიცავ, როცა ამ საქმეს ვიწყებდით, ყველამ ვიცოდით უმძიმესი წინააღმდეგობა შეგვხვდებოდა, თავიდან რომ ვიწყებდეთ, მაინც დავიცავდით.
საქმის მოგება სასამართლოს ეს დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება არ არის. საქმის მოგებაა, როდესაც მთელი ქვეყნის სტერეოტიპებს, გავლენებს, ძალაუფლებას დაეჯახები და მაინც დგახარ მყარად. როცა უმცირესობის მხარეს ხარ და უმრავლესობაზე ძლიერი ხარ.
ვაგრძელებთ Neka Dorokashvili – ამ ქვეყანაში ქალების გათავისუფლებამდე და გაძლიერებამდე!