LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა არღანაშვილი თამარ მაყაშვილზე: სამწუხაროა, რომ ადამიანის მიერ მოხდილ ბოდიშს ფასი დავუკარგეთ, თუ გულწრფელად წუხს ადამიანი, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასჯა

308
Untitled design (11)

მსახიობ თამარ მაყაშვილის განცხადებას, რომელსაც საზოგადოების კრიტიკული რეაქცია მოჰყვა, უფლებადამცველი ანა არღანაშვილი ეხმიანება.

მაიკო კაჭკაჭიშვილი: ვისაც ვინმეზე არ დაგიცინიათ, პირველი ქვა თქვენ ესროლეთ თამარ მაყაშვილს, არ იცით, რომ რაც თავში მოსდის, ეგრევე ლაპარაკობს და ხუმრობს? არ იცით, რომ ბოროტი ქალი არ არის?

არღანაშვილი მაყაშვილის როლიდან მოხსნაზეც წერს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ მის მიერ მოხდილ ბოდიშს ფასი დაუკარგა და ეს სამწუხაროა:

„ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის მიერ მოხდილ ბოდიშს ფასი დავუკარგეთ. სინამდვილეში, თუ გულწრფელად წუხს ადამიანი, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასჯა.

თამარ მაყაშვილის როლიდან მოხსნით, მისი საზოგადოებისთვის ნათქვამი ბოდიში არაფრად მივიჩნიეთ და ისევ გარედან მოხვეული სასჯელის პოლიტიკა ავირჩიეთ.

არადა, საზოგადოება უფრო განვითარებულია, როდესაც ადამიანები შინაგანი წესებს ემორჩილებიან და გარედან შემზღუდავი კანონები აღარც ესაჭიროებათ“, – წერს უფლებადამცველი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, თამარ მაყაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში საუბრის დროს განაცხადა, რომ არ მოსწონს, როდესაც ბავშვები ბეშუმურ კაბებში არიან გამოწყობილები.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ: 

მსახიობი თამარ მაყაშვილი „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის

მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა

ნატო დუმბაძე თამარ მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს: „გაოგნებული ვარ მართლა, არ გამიკვირდება, კოცონი დაანთონ და დაწვან…“

ვიდეო: რუსკა მაყაშვილი: „ეს იყო უწყინარი და დაუფიქრებელი ხუმრობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება დედაჩემისგან და ჩემგანაც მიიღებს გულწრფელ ბოდიშს!..

რუსკა მაყაშვილი: „ვინც დედაჩემს იცნობს, ის ადამიანები მიხვდნენ ამ უწყინარ, უბოროტო ხუმრობას, თუმცა კი ბოდიში აუცილებლად მოსახდელი იყო და მოვიხადეთ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g