ბენ აფლეკის ახალი რჩეული კუბური წარმოშობის მსახიობი ანა დე არმასია. გოგონა ბოლო დროს განსაკუთრებულად პოპულარული გახდა, მას შედეგ რაც ,,ჯეიმს ბონდის” ახალ ფილმში მთავარი როლი შეასრულა. ბენმა და ანამ ერთმანეთი ახალი ფილმის გადაღებების დროს გაიცნეს. „ღრმა წყლები“ – ასე ქვია ახალ დეტექტივს, რომელიც ეკრანებზე მალე გამოვა.
ამჯერად ამერიკული გამოცემა „ნექსოსი“ ანა დე არამისი ახალი ინტერვიუს და ფოტოსესიას გვთავაზობს, სადაც 31 წლის მსახიობი კარიერაზე და წარმატებაზე საუბრობს. ახალ ფოტოებში ის სხვადასხვა სტილისა და ფერის სამოსს ირგებს და ყველა კოსტიუმში შეუდარებელია. ბოლო დროს მას ბენ აფლეკთან ერთად სისტემატიურად ვხედავთ. მედია წერს, რომ 31 წლის ლამაზმანმა 47 წლის ბენ აფლეკს თავი დააკარგვინა.