LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: რეჟიმი ამკვიდრებს ლავრენტი ბერიას სტილს, უბრალოდ, ამ კინოს დასასრული ყველასთვის ცხადია – ისეთი თვითნებობაა, შესაძლოა, ხვალ ხე და ბუჩქი სტრატეგიულ ობიექტად გამოაცხადონ

214
ანა დოლიძე

რეჟიმი ამკვიდრებს ლავრენტი ბერიას სტილს, უბრალოდ ამ კინოს დასასრული ყველასთვის ცხადია – ისეთი თვითნებობაა, რომ შესაძლოა ხვალ ხე და ბუჩქი სტრატეგიულ ობიექტად გამოაცხადონ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ეშინია და მიიჩნევს, რომ საზოგადოებაზე ჯარიმების სიდიდემ ვერ იმუშავა.

„ჩვენს წინაშეა ბერიას საუკეთესო ტრადიციებში მიღებული გადაწყვეტილება – „მაჩვენე ადამიანი და მე გაჩვენებ რა მუხლი უნდა მივუყენოთ მას“ – ეს იყო ბერია და მისი მართვის სტილი. ის, რაც აქტივისტებთან და ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით მოხდა არის ის, რომ ჯერ პროტესტი დაიგეგმა და შემდეგ ხელისუფლება დაფაცურდა. რეჟიმი ამკვიდრებს ლავრენტი ბერიას სტილს, უბრალოდ, ამ კინოს დასასრული ყველასთვის ცხადია. მაგრამ ისეთი თვითნებობაა, რომ შესაძლოა, ხვალ ხე და ბუჩქი სტრატეგიულ ობიექტად გამოაცხადონ. შიშს დიდი თვალები აქვს, ფაქტია საზოგადოებაზე ჯარიმები არ მოქმედებს”,- განაცხადა ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან.“

ცნობისთვის, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g