LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა წითლიძე: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რიგი დგას

164
BeFunky-collage (11)

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რიგი დგას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს.

„დღეს ზუგდიდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყოველთვის იყო მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებული მხარდამჭერი. ის, რომ დღეს აქ, მისი გათავისუფლების მოთხოვნით რიგი დგას, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ზუგდიდი და სამეგრელო ყველაზე მეტად გულშემატკივრობს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. ამიტომ, ეს უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია ასევე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისთვის, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები